Back to top

ინოვაციური რეკლამის მნიშვნელობა BTL კამპანიებში

როგორც წესი, კომპანიები BTL აქციებს აწყობენ მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციის დასამყარებლად, ემოციური გზავნილის გადასაცემად, ლოიალურობის გასაზრდელად და მომხმარებლის ემოციურ აღქმაში ადგილის დასაკავებლად.

გარდა ამისა, BTL აქციები ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს პროდუქტის შეძენის სტიმულირებისათვის.

ბევრ ჩვენგანს უნახავს სხვადასხვა სარეკლამო აქციები და სტენდები, რომლებიც განთავსებულია პარკებში, ზღვისპირა ზონებში, დახურულ სივრცეებში, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში და სუპერმარკეტებში.

მექანიკის მიხედვით, BTL კამპანიები რამდენიმე ფორმატით ხორციელდება:

  • გასართობი
  • საინფორმაციო და ცნობადობის ამაღლებაზე ორიენტირებული
  • გაყიდვების სტიმულირებაზე ორიენტირებული

ტრადიციულად BTL აქციები ძირითადად ხელით მართვადი, მექანიკურ თამაშებზეა დაფუძნებული. თუმცა ბოლო წლებში, მეტი ყურადღების მიპყრობისა და დასამახსოვრებელი ეფექტის შესაქმნელად, ჩვენს ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა ინოვაციური სარეკლამო საშუალებების გამოყენება.

ასეთ საშუალებებს მიეკუთვნება Virtual Reality, ინტერაქტიული იატაკი, Kinect სენსორები და 3D პროექციის ტიპის სარეკლამო პროდუქტები.

სარეკლამო კომპანია PROVEN TTL ძირითადად სპეციალიზებულია BTL კამპანიების განხორციელებაში და ადგილობრივ ბაზარზე ხარისხისა და განსხვავებულობის მეშვეობით მომსახურებას უწევს როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ კლიენტებს.

 

წყარო: www.azertag.az