კომპანიები ფართო საკომუნიკაციო გეგმის, პროდუქტზე ორიენტირებული სხვადასხვა კამპანიების შემუშავებისას ან კომპანიის ხედვისა და მისიის განსაზღვრის პროცესში აყალიბებენ სლოგანს და მას მთლიანად სარეკლამო კონცეფციასა და სტრატეგიაზე ადაპტირებენ.
კამპანიებსა და BTL აქტივობებში დროებითი ხასიათის სლოგანი ერთგვარ მოწოდებად ან სარეკლამო კამპანიის განსაკუთრებულ გზავნილად გვევლინება (მაგალითად, D Rose Jump Store – Adidas).
თუმცა არსებობს გლობალური ბრენდებიც, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა კამპანიაში ერთსა და იმავე სლოგანს იყენებენ და საკმაოდ წარმატებულ კომუნიკაციას ახორციელებენ. ამის ნათელი მაგალითია Nike-ის სლოგანი „Just Do It“.
ვფიქრობ, მსოფლიოში თითქმის არ არსებობს ადამიანი, ვისაც „Just Do It“ არ სმენია. აღსანიშნავია, რომ სლოგანი პირველად სარეკლამო კამპანიის ფარგლებში 1988 წელს გამოიყენეს და ის სრულად შეესაბამებოდა ბრენდის ღირებულებებს, სპორტის განვითარებას, კონკურენციის სულსა და გამარჯვების სიტკბოს.
ეს სლოგანი უკვე 30 წელზე მეტია აქტუალურობას ინარჩუნებს და 17 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გამოიყენა ჰეშთეგი #JustDoIt.