Back to top

სარეკლამო კომუნიკაცია და არქეტიპების როლი ბრენდების წარმატებაში

როგორც ცნობილია, მრავალი მსხვილი ბრენდი არქეტიპებს ქმნის იმისთვის, რომ მომხმარებლების მეხსიერებაში დარჩეს, მოიპოვოს მათი სიმპათია, გამორჩეული იყოს კონკურენტებისგან და დაამყაროს ემოციური კავშირი.

არქეტიპები ხასიათის მიხედვით სხვადასხვა ტიპებად იყოფა. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ გმირი, მეამბოხე, ჯამბაზი, მზრუნველი, ჯადოქარი და ბრძენი. სწორედ ასეთი ხასიათები უწყობს ხელს ბრენდის გაძლიერებას და მომხმარებლის მეხსიერებაში ხანგრძლივად დამკვიდრებას.

ლოკალურ ბაზარზეც შესაძლებელია მსგავსი არქეტიპების შეხვედრა სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით საბანკო სექტორში. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს არქეტიპები ვერ სცდება მასკოტის ან სიმბოლური პერსონაჟის ჩარჩოებს და კომპანიები ამ მიმართულებას სათანადო სტრატეგიულ მნიშვნელობას არ ანიჭებენ.

ამასთან, მსოფლიო ბრენდი M&M’s უკვე 50 წელზე მეტია ინარჩუნებს ამ ტრადიციას და საკმაოდ წარმატებულ კომუნიკაციას ახორციელებს. ყველასთვის ცნობილი კომიკური და ჯამბაზური პერსონაჟები M&M’s-ის ბრენდის სტრატეგიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს.